მედიაში გავრცელდა ინფორმაცია , რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილს სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
მეთივე თქმით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
"მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, - ვკითხულობთ აპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






