პოლიტოლოგი , გია ჯაფარიძე , აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და იმედოვნებს, რომ ამერიკაში რადიკალიზმის გამომწვევ მიზეზებს დაამარცხებენ.
ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აშშ აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
"ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ალბათ, არც მსოფლიო იქნება ისეთი, როგორიც იყო. იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები იპოვის ძალებს, რომ ერთის მხრივ, აშშ-სთვის ძალიან არაბუნებრივი რადიკალიზმი დაამარცხოს და მეორეს მხრივ, დაამარცხოს ის მიზეზები, რომელიც ამ რადიკალიზმს იწვევს", - აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შიჭრნენ კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაცვალა 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






