"მას ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა...სასწაულია, აბა რა არის ეს შობის ღამე, ცაზე მაღალი ყოფილხარ" - რას წერენ ლევან რატიანზე
საზოგადოება - 14:37, 07 Jan, 2021     3032

კორონავირუსით ინფიცრებული ორსული, რომელიც უმძმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას , პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, ლევან რატიანმა სასწაულებრივად იხსნა სიკვდილისგან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელა საღინაძე წერს.

„შობის ღამეს მართლა ხდება სასწაულები და მას უფლისგან მოგზავნილი ანგელოზები ახდენენ.. ირგვლივ ყველაფერს ჯადოსნური ძალა აქვს, რაღაცას ელოდები უსაშველოდ ამაღლებულს და უდიადესს.. ახლა გული ისე გამალებით მიცემს, ლამისაა ამოვარდეს საგულედან... სასწაულია, აბა რა არის ეს შობის ღამე ქუთაისელი ნინოსა და მისი ოჯახისთვის!

სულ რამდენიმე საათიც და ნინო თავის შვილიკოებს დაუბრუნდება და ჩაეხუტება... სულ ცოტაც და ნინოს დედიკო მეორედ დაბადებულ შვილს ჩაიკრავს გულში.... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ლოცულობდით ნინოსთვის და გულშემატკივრობდით. ნინო მეორედ დაიბადა უფლისა და ლევან ექიმის წყალობით!.. ხო, ლევან ექიმია შობის და ქრისტეს მახარობელი ამ ნინოსთვის და ვინ დათვლის კიდევ რამდენი ნინოსთვის.... მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა,ექიმს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა... და აჰა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა მონატრებულ შვილებს, დედას კი შვილი დაუბრუნა, შვილი.... მადლობა უფალს, რომ მეც გამხადა ამ საოცარი სიხარულის თანამონაწილე და თანაზიარი..

არ ვიცი, ვერ ვაგნებ რა ჯილდო ეკუთვნის ლევან რატიანს ასეთი უზარმაზარი.

პასუხიმგებლობის,პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის! მართლა რამხელა მისიით დაუბადებია უფალს?!... აჩუქო ადამიანებს სიცოცხლე, შვილებს- დედა, დედას -შვილი ამაზე დიდი მართლაც არაფერი არსებობს ამ ქვეყნად... მართლა მიკვირს---და თან რანაირად უნდა მოახერხო თეთრადგათენებული ღამეების მიუხედავად სატელეფონო ზარებს უპასუხო და უზარმაზარი იმედი მისცე ადამიანებს! აი, ამიტომ ლევან რატიანი არის ჩემი წლის ადამიანი!.. ცისხელაათქო და არაა--- ცაზე მაღალი ყოფილხარ!

მრავალ ქრისტეშობას,ქრისტეს მახარობელო!- წერს ბელა საღინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42