"გადაჭრით ვაცხადებ, რომ ჩვენთან გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას, რაც "პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა - კირკიტაძე
პოლიტიკა - 22:07, 06 Jan, 2021     1327

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ გადაჭრით განაცხადა , რომ გამორიცხავს იმ პროცესების განვითარებას, რაც "პატიოტთა ალიანსში" მოხდა.

კირკიტაძის თქმით, პარტიაში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ამ მოცემულობით "გაყალბებული არჩევნებით" პარლამენტში არ შევლენ.

"გადაჭრით გეტყვით, გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც "პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა. ჩვენ როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებდით, ბლოკის საბჭოსთან იყო შეხვედრა, პოლიტიკური სუბიექტები იგივე აზრზე არიან, რომ ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ საქართველოს მოქალაქის დაკვეთა“,-განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, პარტიის საარჩევნო სია განხეთქილების საბაბი ვერ იქნება, რადგან ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე.

"ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო ბლოკის სახით, სადაც შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, ადამიანები, რომელთა მოსაზრებები დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს. ბუნებრივია, ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე. მეც და ბევრიც ცდილობდნენ უფრო უკეთესს, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს მცდელობა, რაც შეიძლება უფრო პროგრესული, ნათელი წარმოდგენებით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდია, აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არის. თუმცა, ისეთ საკითხზე, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადის წითელი ხაზი, იქ „ნაციონალური მოძრაობამ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთანი და მტკიცეა“,- განაცხადა კირკიტაძემ გადაცემაში "360 გრადუსი"

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი პოლიტიკური გუნდი იქმნება.

"ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ახალი პოლიტიკური გუნდი იქნება. ამის პრეზენტაცია იანვრის ბოლოს იქნება" , - აღნიშნა კირკიტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42