საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - "ალილო" ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.
"ალილო" წელსაც არ არღვევს ტრადიციას, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმით ჩატარდება. თუმცა , ზიარების წესი იგივეა, მრევლს წელსაც ერთი კოვზიდან აზიარებენ.
დაწესებული რეგულაციების თანახმად, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყება ოთხშაბათს, 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ცნობისთვის, დღეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების ტესტირება ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში კოვიდ 19-ზე მოწმდებოდნენ მონაზვნები და ყველა ის სასულიერო პირები, ვინც საშობაო წირვაზე დასწრებას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






