ამის შეხასებ პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა ჯილდოზე მეტი საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა.
"საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის, ვისაც ის წარმოადგენს.
ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას", - წერს გახარია.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით 31 დეკემბერს დაჯიდლოვდა. ჯილდოს საფრანგეთის მთავრობა უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის გასცემს.
ივანიშვილი პირველი ქართველია, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა. საფრანგეთის მთავრობამ წელს ჯილდო ძირითად შემთხვევებში პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






