დიდი გარიგება "ქართულ ოცნებასთან" - "პატრიოტთა ალიანსი" ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს
პოლიტიკა - 14:58, 06 Jan, 2021     2735
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების შესვლა პარტიის მიერ „ორი კურდღლის დაჭერის“ მცდელობაა. მისი თქმით, სადეპუტატო მანდატებზე უარით პარტიის წევრები, ერთი მხრივ, მხარს უბამენ გაყალბებული არჩევნების მიმართ ოპოზიციის პროტესტს, მეორე მხრივ კი, ასრულებენ პარტნიორების ვალდებულებებს.

პარტნიორებიდან პოლიტოლოგი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, პარტიის დამფინანსებლებს, მათ შორის შესაძლოა „ჩრდილოეთიდან“ და ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული საარჩევნო კამპანია დააფინანსეს და პარლამენტში შევიდნენ. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს უკანასკნელები საქართველოს პარლამენტში თავიანთი ბიზნესინტერესების კარნახით შევიდნენ:

„ვინც შევიდა პარლამენტში, მათ არაფერი საერთო პოლიტიკასთან არა აქვთ, ეს მათივე სიტყვებია. არანაირი ინტერესი პოლიტიკური მათ არა აქვთ. მათი ერთადერთი ინტერესი, ისევე როგორც ბიზნესის წრეებიდან შესული უმრავლესი დეპუტატებისა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, არის საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესების მცდელობა ხელისუფლებასთან გარიგების ხარჯზე. და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა აქვთ, რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში, არანაირი სურვილი არა აქვთ შეცვალონ რამე ქვეყნის სასიკეთოდ ან მათი ამომრჩევლის სასიკეთოდ, აქვთ ძალიან კონკრეტული ინტერესი, გაიუმჯობესონ საკუთარი ბიზნესმდგომარეობა, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად. რა მიზნითაც იყვნენ მოკლედ "პატრიოტთა ალიანსის" სიაში, იმ მიზნით გადაბარგდნენ ამ შემთხვევაში პარლამენტში“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ .

მისი თქმით, ეს გარემოება არის დამატებითი არგუმენტი იმის სათქმელად, რომ პარლამენტი ერთპარტიულად რჩება და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატები „ქართული ოცნების“ დამატებას წარმოადგენენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42