არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, შეცდომებით, თუმცა ეს არ უნდა იყოს პარლამენტში არშესვლის მიზეზი - გელა მიქაძე
პოლიტიკა - 16:53, 05 Jan, 2021     2207

"პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი სადეპუტატო მანდატიანი წევრის გელა მიქაძის განცხადებით, არჩევნები გაყალბებულია, თუმცა ის პარლამენტში შევიდა არა როგორც „ნაცისტურ რაიხსტაგში", „ვიშისტურ მთავრობაში" ან აღა-მაჰმად-ხანის რაზმში, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე ქართულ პარლამენტში.

მიქაძის განმარტებით, გაყალბებული არჩევნები არ უნდა იყოს პარლამენტში არშესვლის მიზეზი:

„1990 წელს პირველი არჩევნები არ იყო გაყალბებული. ახლაც არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, შეცდომებით, თუმცა ეს არ უნდა იყოს პარლამენტში არშესვლის მიზეზი.

ჩემს აზრს ვამბობ, რომ „ქართული ოცნება" დღეისთვის არის საბჭოთა კავშირის 1990-იანი წლების ბოლო, როდესაც ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა ეკონომიკური პრობლემების გამო ჩამოიშალა. იყო პოლიტიკური საკითხებიც, მაგრამ ძირითადად ეკონომიკური იყო. ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

პარლამენტში ჩემი შესვლა ჩემთვის თეორიაა. ანუ იმგვარად არ არის, რომ ეს ჩემთვის პირველი იყო და ძალიან გამიხარდა პარლამენტში შესვლა. 2008 წლიდან საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტები განვახორციელე. ქვეყანაში დღეს რომ სავაჭრო ცენტრებია და ფაქტობრივად, 25 000 სამუშაო ადგილია, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი დამსახურებაა. ასევე, პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში, ათეულობით ცნობილი ბრენდები, რაც ქვეყანაში დღეს ფუნქციონირებს, ჩემი დამსახურებაა. ეს იყო ჩემი პირველი პროექტი, რაც 2008 წლიდან განვახორციელე და რომელიც საბედნიეროდ, ახლაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ყველა რეგიონში აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია. მეორე მთავარი პროექტი, რაც 2008 წელს მქონდა დაწყებული და რისი ინიციატორიც ვიყავი, ეს იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის კონცეფცია. ეს პროექტი დაწყებული მქონდა. ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში კიდევ შევქმნა დაახლოებით, 30 000 სამუშაო ადგილი. თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება ქვეყანაში, სიტყვას გაძლევთ, დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტის წევრობას. ჩემთვის აპრიორი არ არის დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია, რაც მინდა საქართველოს მოვახმარო, ეს სამუშაო ადგილების არსებობისთვის საკანონმდებო ბაზის შექმნაა, რომელიც ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა", - განაცხადა მიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხი წევრი გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი პარლამენტში უკვე შევიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42