"პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი დავით ზილფიმიანი, რომელიც პარლამენტში შესული ე.წ. ოთხი ოპოზიციონერიდან ერთ-ერთია, თვლის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსი არ უნდა იყოს პარლამენტში და მეცნიერსა თუ ბიზნესნემსაც ასევე წარმატებით შეუძლია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. მისივე განმარტებით, არც ისაა პოლიტიკოსი და პარლამენტში საბუნებისმეტყველო სფეროდან მოხვდა:
„მივეჩვიეთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებებზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნილოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. ის, რომ ვიღაცამ თქვა „ვინც შევიდესო“, ეს არ ნიშნავს არაფერს. არ მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე, აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავის აზრი, მე მაქვს ჩემი აზრი.
არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი მითუმეტეს, არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. რას ვაპირებ - ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი ჩემი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას. ეს ცოტაა? მესამე - აუცილებლად გასადახედია დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია და ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ჩადებული ნაღმებია, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი და სასამართლოშიც ერთი და იგივე კანონი შეიძლება ორნაირი ფორმით იყოს აღქმული. აი, ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხი წევრი გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი პარლამენტში უკვე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






