"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძს განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" უკვე განადგურებულია, რადგან რიგი დეპუტატების პარლამენტში შესვლითა და დანარჩენების მხრიდან მანდატებზე უარის თქმა ავტომატური განადგურების ტოლფასია. ივანიშვილის პარტიის ლიდერი ახლა იმედს იტივებს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაც" მალე განადგურდება:
„ბუნებრივია კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული. დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურება. რეალურად "პატრიოტთა ალიანსმა" საკუთარი თავი გაინადგურა, იმით რაც გუშინ გააკეთა, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. "ევროპული საქართველო" ისედაც განადგურებულია. ეს ყველაფერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






