გამოცემა “ბლუმბერგი“ მილიარდერების ქონებრივ ინდექსს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ თვეში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მონაცემების თანახმად, თუ ოლიგარქის ქონება ნოემბრის ბოლოს 5,57 მილიარდი იყო, დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველის ქონება 5,67 მილიარდი გახდა.
ეს იმ ფონზე, როცა პანდემიის დროს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა და როცა ქვეყანაში ფასებმა უკიდურესად მოიმატა.
ივანიშვილი მილიარდერთა სიაში 459-ე ადგილს იკვებს.
პოსტსაბჭოთა რუსეთში, 90-იან წლებში განმდიდრებული ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ხელისუფლებაში მოსახლეობის გამდიდრების დაპირებით მოვიდა, თუმცა მისი მმართველობის მერვე წელს, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესად გაჭერვებაში ცხოვრობს, მთავარ პრობლემად კვლავაც უმუშევრობა რჩება, ქვეყნის საგარეო ვალმა კი 2020 წლის მონაცემებით 15, 7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მასალის გამოყენების პირობები






