მოზარდის ოჯახში მოკლე კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ჯანაშიას გათავიუფლებაზე კომენტარი არა მათ არამედ მოკლული სარალიძის მამამ უნდა გააკეთოს.
"ჯანაშია ჩვენი პრობლემა არ არის, მიმართეთ სარალიძის მამას. ჩვენ ჯანაშიასთან მიმართ სარალიძის საქმის განხილვის საქმეში არასდროს შევდიოდით.
უზენაეს სასამართლოში როცა მიდიოდა საქმის განხილვა, დიდი შეღავათები გაუკეთდა (ჯანაშიას), 4 წლამდე შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთა"- აღნიშნეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახში.
რაც შეეხება ბარბაქაძის ადვოკატის მიერ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას, მოკლული ბიჭის ახლობელი ამბობს:
"ჩვენ ვიცით, რა დასკვნაზეა საუბარი, როცა 3/4 -ს მოიხდის მერე იქნება ამაზე საუბარი"- ამბობს ტვ. პირველის" რესპონდენტი.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია თავისუფალია. 16 წლის დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა საპყრობილეში მხოლოდ სამი წელი დაჰყო.
მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მას თავდაპირველად შოთაძის უწყებამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, უდოს კომისიამ კი ის საერთოდ გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






