"პატრიოტთა ალიანსის" სიის სამი წევრი: ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი პარლამენტში შედიან. მათ უკვე მიმართეს ცესკო-ს ადგილმონაცვლეობის შესახებ. განცხადებები უკვე გატარებულია რეგისტრაციაში. ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ.
"ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა ცესკოს მიმართეს თანხმობით, რომ იქნებიან პარლამენტში ადგილმონაცვლეები. პროცედურულად, ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით დგინდება მათი ადგილმონაცვლეობა და ეგზავნება პარლამენტს", - აცხადებენ ცესკო-ში.
ცნობისთვის, დღეს პატრიოტთა ალიანსს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. მანდატები გაუუქმდა პარტიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს. სწორედ მათ ნაცვლად შევლენ მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






