ვოლსკი პუტინის აგრესიულ განცხადებასაც "ენმს" აბრალებს
პოლიტიკა - 20:54, 04 Jan, 2021     1431

"ქართული ოცნების" წევრი , გია ვოლსკი, პუტინის გადაწყვეტილებას ეხამაურება , რომელმაც სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა. ვოლსკი პუტინის მორიგ აგრესიას "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს და სრატეგიული ობიექტების მიყიდვაში, აგრესიის ხელშეწყობასა და ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებს.

"მე ძალიან მძიმე შეფასება მაქვს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის დათმობითი პოზიცია რუსეთისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური შეხსენების იგნორირება, ის, რომ ხელი შეუწყვეს აგრესიას, ის, რომ გაუფორმეს ამ აგრესორებს ოკუპაციის მართებულობა ხელმოწერით საერთაშორისო დონეზე, ის, რომ მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები, დღეს კიდევ ეს პოლიტიკა თავს გვახსენებს თავისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახით და მძიმე ასპექტით, ეს არის ე.წ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა", - თქვა ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს შედეგი მოგვცა".

კითხვაზე, არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედება, ვოლსკი პასუხობს, რომ "რა საკვირველია, პროვოკავია, უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვაა" , თუმცა კვლავ "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალა ეს ყოველივე და განაცხადა, რომ "ამის საშუალება მისცა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს".

"სწორედ ამის საშუალება მისცა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ეს არის პრობლემა და პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები და თავისი რუპორი მედიასაშუალებები, აქედან გამომდინარე, კიდევ ქმნიან რაღაც აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ თავის ცოდვებს, რომელიც ჩაიდინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე".

ცნობისთვის, გუშინ, 3 იანვარს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა პეტრაკოვს საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42