ადამიანებმა ფული გადაიხადეს, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ "პატრიოტთა ალიანსში“ ვერ უთხრეს: "თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები ვერ გახდებით“ და სია არ ჩახსნეს - ბარამიძე
პოლიტიკა - 19:09, 04 Jan, 2021     1627

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა რომ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის რამდენიმე წევრმა ფული გადაიხადა,

მისივე განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის იმ წევრებს, რომლებმაც პარლამენტის დეპუტატობისთვის გადაიხადა თანხა პარტიაში ვერ უთხრეს „თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით“.

"ქართული ოცნება“ ცდილობს რამენაირად მიაღწიოს თავის მიზანს, რაღაცით მაინც შეალამაზოს თავისი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, თითქოს, ვიღაც სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც შეიტყუოს, თუმცა, ნათელია, ყველამ ვიცით „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ახლობლობა და ერთიანობა. მაგრამ, ამ ვითარებაში ბოლომდე ესეც კი არ გამოსდით.

"პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური ნაწილი ზუსტად იგივე აზრზეა, რაზეც დანარჩენი ოპოზიციაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებმაც ფული გადაიხადეს იმაში, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, მათ მიმართ ის ნაბიჯები ვერ გადადგეს, რაც უნდა გადაედგათ. ამ მომენტამდე ჩვეულებრივად სია რომ ყოფილიყო ჩახსნილი, ეს ადამიანები ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში.

მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოება პოლიტიკური ლიდერებად იცნობს. მაგრამ, იმ ადამიანებმა, ვინც ჩვეულებრივად ფული გადაიხადეს რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ იმ იმედად, რომ "პატრიოტთა ალიანსი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვან რეზულტატებს მიაღწევდა, ახლა იმათთან ვალში არიან. ვერ უთხრეს, რომ თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით, ამიტომ სიის ჩახსნა დატოვეს“, - განაცხადა ბარამიძემ 'პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამმა წევრმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42