გუშინდელი დღიდან ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კი უფრო მეტ ობიექტს შეეხო. ისედაც ჩამონგრეული ეკონომიკა კი დღითი დღე კიდევ უფრო მეტად ზარალდება.
ახალი წლის პირველივე კვირას საგაგაშო მდგომარეობა ფიქსირდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველა მაჩვენებელზე დილართან მიმართებაში 3.30-მდე, ხოლო ევროსთან - 4,05ზე არის ასული.
მოქალაქეები გაუსაძლის პირობებს, ლარის ვარდნასა და ეკონოიკური კრიზისს არა მარტო ოანდემიას, არამედ ხელისუფლების უმოქმედობასაც უკავშირებს:
"ხალხს ისე უჭირს, ლუკმა–პური არ აქვს, ბევრისთვის არ დადგა ახალი წელი, ჩვენ მთავრობას ვთხოვთ, რომ ყველაფერი შეამცირონ", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ექსპერტების შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა და ტარიფებისა თუ ფასების ზრდა მოსახლეობას რთულ და უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანს:
"რამდენიმე თვეა ძალინ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, 3 კვარტალია დიდი ეკონომიკურ ვარდნა გვაქვს, კომპანიები ძალიან ცუდ დღეში არიან, ტარიფის ზრდა გამოიწვევს ადამიანების კეთილდღეობის გაუარესებას", - განაცხადა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა.
"მთელი ერთი წელია უქმე დღეებია, ამ კრიზისის ფონზე, ჩამონგრეულია ეკონომიკური სექტორი, რა დამატებით უქმეებს აცხადებ ამ პანდემიის დროს, სამუშაოები არ არსებობს და უქმეა ისედაც, ჩვენი ეკონომიკა შესულია კოლაფსში", - აღნიშნა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






