"ოცნება" მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებებამდე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ეკიდება - კახიანი
პოლიტიკა - 11:57, 04 Jan, 2021     766

"ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, მმართველი პარტია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეყვეტი საკითხს სიფრთხილით ეკიდება. ხოლო რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, კახიანმა განმარტა, რომ პარლამენტმა მათი წევრობა მხოლოდ იმიტომ განიხილა, რომ პარტიის წევრებმა მზაობა გამოთქვეს პარლამენტში შესვლაზე:

"ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც უახლოეს მომავალში გველოდება, შეხვედრების მომდევნო რაუნდია. დიდი იმედი გვაქვს, საბოლოოდ გადაწყდება საკითხი და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. ამიტომ, ვიდრე მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. აუცილებლად მოხდება ამ საკითხების განხილვაც, ოღონდ საგაზაფხულო სესიაზე.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, როდესაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, რომ ისინი მზად არიან შემოვიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ, სწორედ აქედან გამომდინარე განვიხილეთ დღეს პარლამენტის კონკრეტული წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

ამ პოლიტიკური პარტიის სიით წარდგენილი პარლამენტის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ. ეს პარტიას მისცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსება მიიღოს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა დაფინანსების საკითხს უკავშირებს იმას, კონკრეტული პარტიული სიის წევრები თუ მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია შემდეგ დაფინანსებას მიიღებს. თუ მათი ერთი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვები შესაძლოა, განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ,მათ კანონმდებლობით მაინც ეკუთვნით დაფინანსება", - განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, ­გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42