პუტინს სურს მსოფლიოს აჩვენოს სპექტაკლი, რომელშიც დიდი ეშმაკობაა ჩადებული - ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა - 18:07, 03 Jan, 2021     3287

რუსეთის პრეზიდენტის , პუტინის, გადაწყვეტილებას, რომელმაც დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაავალა,პოლიტოლოგები ეხმაურებიან.

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს უფრო მეტად გარე ეფექტზეა მიმართული, ვიდრე რეალური შედეგის მისაღწევად. მისი თქმით, ეს არის სპეკტაკლი , რომელშიც დიდი ეშმაკობაა ჩადებული და მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება სურს პუტინს.

"უცნაურია, როდესაც არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მასთან არსებული უწყება, რა საჭირო იყო ახალი სამსახურის შექმნა. ან რუსეთი აპირებს, რომ აჩვენოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, რომ აი, რანგს მაღლა ვწევ იმდენად მნიშვნელოვანია და მზად ვარ გარკვეულ კომპრომისებზე, მაგრამ არ მელაპარაკოთ დონბასის, ლუგანსკის ოლქებზე, არ მელაპარაკოთ აფხაზეთზე; ან კიდევ - პატარა თეატრალიზებული თემაც იქნება ჩადებული, რომ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება პრეზიდენტის წარმომადგენლის მონაწილეობით. სპექტაკლის, მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენების და ასეთი ეშმაკობაა ჩადებული," - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე.

ანალიტიკოსი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს, საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად უშედეგო იქნება:

"საუბარი იმაზე, რომ განსაკუთრებულად საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის გაკეთებული აქცენტი, ვფიქრობ არასწორია. ვფიქრობ ეს თანამდებობა უბრალოდ იყო ვაკანტური და ამ ეტაპზე შეავსეს. რუსეთის მხრიდან საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი ვფიქრობ ამ ეტაპზე იქნება აბსოლუტურად უშედეგო," - განაცხადა ირაკლი ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42