"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას აპირებს და ამის შესახებ ის ღია წერილს ავრცელებს. "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის მერვე ნომერს, ზილფიმიანს, სურს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე პოლიტიკით დაკავდეს და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ზილფიმიანი განმარტავს, რომ ქვეყნის მართვა ოპონენტების გარეშე წარმოუდგენელია და ის სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავს "ქართული ოცნების" ოპონირებას.
"ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის", - წერს ზილფიმიანი.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სია გააუქმა, თუმცა ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ სიის წევრებს: ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ.
მასალის გამოყენების პირობები






