"ტერიტორიების დეოკუპაციამდე, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება" - საგარეო
პოლიტიკა - 17:13, 03 Jan, 2021     1005

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ეხმაურება რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პუტინმა პეტრაკოვს საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია, მანამდე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, დღის წესრიგში ვერ დადგება.

მათივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება არის უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება შეფასებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მორიგი მცდელობა.

"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, ბუნებრივია, დღის წესრიგში ვერ დადგება მანამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი. მანამ, ვიდრე არ მოხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულების სრულად შესრულება, ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ე.წ. შეთანხმება, მათ შორის ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის დაიდოს, იქნება მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, იქნება უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება შეფერხებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობა", - აცხადებენ საგარეო სამინისტროში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42