2021 წელი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და იმედოვნებს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარში გაიმართება. თუმცა, უცნობია რა პოზიციაზეა მართველი გუნდი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, იმედი აქვთ რომ ხელისუფლებას შეგნებული აქვს მდგომარეობის სიმძიმე, რადგან მისივე განმარტებით, ყოველი დღე კრიზისისა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩიხისკენ და ქვეყნის დამარცხებისკენ.
"მოლოდინი ჩვენ გვაქვს რომ იანვრის თვეში აუცილებალდ შედგება. ამის მზაობა აქვს ოპოზიციას, ფასილიატორი ელჩები ამისკენ მოგვიწოდებენ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ხელისუფლებას შეგნებული აქვს მდგომარეობის სიმძიმე, რადგან ყოველი დღე კრიზისისა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩიხისკენ და ქვეყნის დამარცხებისკენ", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
აქვე გეტვით, რომ მეხუთე რაუნდის გამართვის მზადყოფნა "ოცნებაშიც" გამოთქვეს - "ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა და მზადყოფნა" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ როდის გაიმართება და საერთოდ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ირაკლი კობახიძის ინიციატივით პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტების დაინიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები






