"ეს იყო წამლების საყიდი თანხა... მესამე წელია შვილის საფლავზე ვერ მივდივარ" - აფხაზეთში დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება შეუწყვიტეს
პოლიტიკა - 12:57, 03 Jan, 2021     1063

აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი ციგროშვილის ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა - გიორგის აღმზრდელი დედის თქმით, ფულადი დახმარების შეწყვეტა იმით აუხსნეს, რომ კანონი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ თავად გამზრდელი დედა ვერ მიიღებდა თანხას. მას შვილად აყვანის დოკუმენტს სთხოვენ, რისი წარდგენის შესაძლებლობაც უკვე აღარ არსებობს.

გიორგი ომში ორჯერ წავიდა: თავდაპირველად 18 წლის ასაკში და მეორედ, როცა დაიჭრა და გამოჯანმრთელდა. როგორც მისი აღმზრდელი დედა ამბობს, ინფორმაცია ფულადი დახმარების შეწყვეტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაწოდეს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა, ოჯახისთვის თანადგომა მან მხოლოდ მისალოცი ბარათით გამოხატა.

"მანამდე დედა ვიყავი და არა გამზრდელი, მაგრამ ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარც დედა ვარ და აღარც გამზრდელი... ეს იყო ჩვენი შემოსავალი, ეს რომ მქონოდა, მე მექნებოდა საშუალება, მეყიდა წამლები... მესამე წელია, შვილის საფლავზე ვერ მივდივარ", - ამბობს გიორგის გამზრდელი დედა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ გიორგი ციგროშვილს შშმ პირი ძმა ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ოჯახის ადვოკატი, დავით ახალაური კი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ოჯახი სახელმწიფომ, უბრალოდ, დაივიწყა.

ცნობისთვის, თელაველი გიორგი ციგროშვილი რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთის პერიოდში, 1993 წელს, საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა, როცა თვითმფრინავით თბილისში დაჭრილები გადაჰყავდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42