ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს, ის ფიქრობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.
"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ." - ამბობს ვოლკერი.
აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის წამოწყების სურვილი დამოკიდებულია იმაზე თ რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური გარემო და კანონის უზენაესობა.
"უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი.
მასალის გამოყენების პირობები






