"2021 წელს გამარჯვების გაფორმების წელიწადია... ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“ - მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მიმართვა
პოლიტიკა - 12:12, 01 Jan, 2021     1980

2021 წლის დადგომა მიულოცა ქართველ ხალხს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გასული წელი იყო ოპოზიციის გამარჯვების წელი, ხოლო 2021 უნდა იყოს „ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადი“.

„ვულოცავ ყველა ქართველს, მთელს მსოფლიოში დამდეგ ახალ წელს! ვულოცავ ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომელმაც არამხოლოდ ხელები არ ჩამოუშვა, არამედ როგორც არასდროს, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, ქართველ ხალხს დაუბრუნოს 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. იმისათვის, რომ 2021 წელს უზურპატორმა ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება და საქართველოს ბოლომდე ჯიბეში ჩადება. ასეთი მუხტი და ერთიანობა რომელიც ახლა არის საქართველოში, მე არ მახსოვს ვარდების რევოლუციის და ეროვნული მოძრაობის შემდეგ.

მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ახლა საპროტესტო კარვებში ათენებს ღამეს, ვინც თავისუფლების ზონაშია ბათუმში, ვინც სახლშია და სვამს საქართველოს განთავისუფლების და მომავლის სადღეგრძელოს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვუსურვო ამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება 2021 წელს, რაც შეიძლება მალე.

განსაკუთრებით, ცალკე მინდა მივულოცო ახალი წელი პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს, დარწმუნებული ვარ ეს წელი მათი განთავისუფლების და ჩვენი სამშობლოში დაბრუნების წელი იქნება.

იყო რამდენიმე წელიწადი, როდესაც ყოველი ახალ წელს შეგვეძლო მოგვეყოლა - რამდენად წინ წავიდა საქართველო გასულ წელს, რამდენად დიდი გეგმები გვქონდა განსახორციელებელი და ამ გეგმებს ვახორციელებდით.

როდესღაც საქართველოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, ამერიკის პრეზიდენტმა, უწოდა დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსთვის.

დღეს კი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხით ისევე, როგორც ეკონომიკური განვითრებით. მაგრამ, ეს ბრწყინვალება აუცილებლად აღდგება, ვინაიდან ჩვენმა თაობამ უკვე შეძლო მისი შექმნა და მსოფლიოსთვის გაცნობა.

საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!

ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი და ბევრად უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ.

ყველაფერი კარგად იქნება!

2020 წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელიწადი, 2021 წელი ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადია!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!“ - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42