შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი "ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან მიულოცა
პოლიტიკა - 15:23, 31 Dec, 2020     1530

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგს“ ესტუმრა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა იმ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,მთლიანად შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ კეთილსინდისიერი შრომისთვის და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე და უდიდესი სიმტკიცე, რათა კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გველოდება 2021 წელს ღირსეულად იქნეს დაძლეული. თითოეული თქვენგანის წარმატება არის ჩვენი სამსახურის და ქვეყნის წარმატება. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია უდიდეს გამოწვევად იქცა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. თავისი მასშტაბურობით მან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. მაშინ როდესაც, ბევრი უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები: საბაჟო დეპარტამენტი, ასევე, საგადასახადო მონიტორინგისა და მომსახურების დეპარტამენტები მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიის პირობებში, ისინი საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მებაჟე ოფიცრებს, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ამ წუთებშიც კი უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, იცავს ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა და მებაჟე ოფიცრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

უწყების ხელმძღვანელი ადგილზე დაესწრო საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურების კონტროლს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42