"მეტი თავისუფლება გირჩის" ლიდერი , ზურაბ ჯაფარიძე , პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან იმყოფება და დანაშაულის პრევენციის ხელმღვანელს, თათია ხოჭოლავას სთხოვს, რომ DJ მიხაილოს, რომელსაც 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალება, თავის დაბადების დღეზე დასწრების საშუალება მისცენ.
ზურაბ ჯაფარიძე დღეს, 31 დეკემბერს დაბადბის დღე აქვს , ამიტომ ხალხს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება, სადაც ცნობილი ქართველი DJ-ები დაუკრავენ და უნდა, რომ მიხაილოც მის გვერდით იყოს.
ჯაფარიძე თანახმაა, რომ თავდებში ჩაუდგეს მიხაილოს და დილით სახლში თვითონვე მიაცილოს.
"მინდოდა დღეს ღამე ჩემთან ერთად ყოფილიყო, ჩემს დაბადების დღეზე. თათია ხოჭოლავაა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელთანაც დაკავშირებას ვცდილობ რამდენიმე დღეა, რომელთანაც ადამიანურად მინდა დალაპარაკება, რომ მიხაილო არანაირი კრიმინალია და არც არსად გარბის, ესებუა ხომ არ არის, მიხაილო. ორი დღის წინ მივწერე წერილი და პასუხი ვერ მივიღე. დღეს 31-ია და ღამე მაქვს დაბადების დღე. დღეს მოვაკითხე პრობაციის ცენტრს და ნახევარი საათი გავატარე აქ და არაფერი მითხრეს. ახლა საჯაროდ მინდა მივმართო თხოვნით, 7 წელი ციხეში რომ ჩავსვით მაგისთვისაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, 31 დეკემბერია და სად უნდა გაიქცეს მიხაილო? რატომ არ უნდა უშვებდე ადამიანს დაბადების დღეზე? მე ჯერ კიდევ ვარ პარლამენტის წევრი და შემიძლია, საჯაროდ ვთქვა, რომ მიხაილოს თავდებში ვუდგები, რომ მთელ ღამეს ჩემთან ერთად გაატარებს და დილით მივაცილებ სახლში. რაღაც ხომ არის, ადამიანობა, ხალისი. არ შეიძლება ადამიანი მეგობართან არ გაუშვა. ხომ არის ოცნების ხელისუფლების ლოზუნგია, რომ ადამიანზეა ორიენტირებული და მჯერა, რომ მიხაილოც ადამიანია", - აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიხაილომ სტუდია მოაწყო და 8 ალბომი ჩაწერა. მიხაილო 2019 წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს. სასჯელის დარჩენილი დრო მიხაილოს შინაპატიმრობაში ატარებს, მას ელექტროსამაჯური უკეთია. მიხაილო თოდუას საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება პრობაციის სააგენტომ მოითხოვა. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც უწყებამ მას არასაპატიოდ ჩაუთვალა. შინაპატიმრობაში მყოფ მიხაილო თოდუას ციხეში არ დააბრუნეს, მაგრამ გარეთ ყოფნის დრო 2 საათით შეუმცირეს. მუსიკოსს სახლიდან გასვლა საღამოს 19 საათიდან დილის 8 საათამდე აეკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები






