"არაჩვეულებრივი მოგონებები შევიძინე..მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა" - კელი დეგნანი საქართველოს ახალ წელს ულოცავს
პოლიტიკა - 12:31, 31 Dec, 2020     1030

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს ახალ წელს ულოცავს. ელჩი აღნიშნავს, რომ თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, არაჩვეულებრივი მოგონებები დაუგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით.

დეგნანის შეფასებით, 2020 წელი რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო.

"ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით.

კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა. სხვათაშორის, ამ კარგმა საქმემ მათი ყურადღებაც მიიპყრო, ვინც საქართველოში ადრე მსახურობდა. მომწერეს ელექტრონული ფოსტით, დამიტოვეს შეტყობინებები და გამომიგზავნეს ვიდეოები, რათა გაეზიარებინათ მოგონებები მათი არაჩვეულებრივ მეგობრებისა და საქართველოს შესახებ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორ გისურვებენ უსაფრთხო და წარმატებულ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით.

მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა. ჩემი თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, მეც არაჩვეულებრივი მოგონებები დამიგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით. ახალ წელს მეტის გაკეთების მოუთმენელი სურვილით ველი. საქართველოში აშშ-ის მისიის წევრებისა და სანტას სახელით მინდა ყველას მოგილოცოთ სადღესასწაულო სეზონი და ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. გაუმარჯოს! გილოცავთ ახალ წელს,"- აღნიშნავს მისალოც ტექსტში კელი დეგნანი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42