"ასეთი განცხადებების კეთებას, სჯობს დროულად მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც ქვეყანას პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს" - უდუმაშვილი კობახიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:51, 30 Dec, 2020     1178

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას - "ყველაფრის იქით გადაგრეხვასთან" დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ცინიკურ მუქარას არასერიოზული უწოდეს. როგორც ენმ-ს ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა,, სჯობს "ქართული ოცნება" მსგავსი განცხადებების ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დაფიქრდეს.


"ამ თემაზე და ზოგადად, "ქართული ოცნების" ცინიკურ განცხადებებზე კომენტარების კეთება უკვე არასერიოზულია. ვინ არის მძიმე მდგომარეობაში ძალიან კარგად ჩანს თუ შევხედავთ პარლამენტს, სადაც კოლმეურნეობის თავმჯდომარეების შეკრება უფროა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო. ასე რომ ასეთი განცხადებების კეთებას, სჯობს დროულად მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც ქვეყანას პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. გასაგებია, რომ თავად არიან ჩიხში შესულნი და გამოსავალს ვერ პოულობენ, თუმცა მუდმივად ოპოზიციის თავდასხმას, სჯობს კრიზისზე იფიქრონ," - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს მოქალაქეებმა ფინანსთა სამინისტროსგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელსაც თან ირაკლი კობახიძის განცხადების ბმული ერთვოდა, სადაც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ენმ-სა და ევროპულ საქართველოს "ყველაფრის იქით გადაგრეხვით" ემუქრება. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინება ტექნიკური ხარვეზით ახსნეს და განაცხადეს, რომ შეტყობინება ყოველდღიური მედიამონოტორინგისთვის იყო განკუთვნილი. გზავნილები სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეებმაც მიიღეს. მათივე განცხადებით, ფართო მასებს მსგავს ესემესებს არ უგზავნიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42