გამოუშვებენ თუ არა მოძალადეებს ციხიდან? - დიდი დაპირისპირება "ოცნებაში"
პოლიტიკა - 17:25, 30 Dec, 2020     1373
არავითარ შემთხვევაში, მე არ ვემხრობი ხუნდაძის ინიციატივას, უმრავლესობის მხარდაჭერას არ მიიღებს - ასე გამოეხმაურა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომელიმაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას მოუწოდა თანაგუნდელებს, რომ სასჯელისგან ის პატიმრების გაეთავისუფლებინათ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მუხლით არიან დაკავებულნი.


ხუნდაძის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ასეთი დანაშაული ემოციურ ფონზე ხდება და თუ პატიმარი აცნობიერებს ან ინანიებს ჩადენილს, აუცილებელი არაა სასჯელის ბოლო წუთამდე იჯდეს ციხეში.

წულუკიანის მსგავსად, ხუნდაძის ინიციატივა სხვა დეპუტატებმაც მიუღებლად ჩათვალეს და ამნისტიის კანონპროექტში ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებულების გათავისუფლების ინიციატივა არ შეიტანეს.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური.


"ამ განცხადებას ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის თანხმობა არ ექნება პირდაპირ გეუბნებით აქვე, გადაჭრით. პოლიტიკა ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური. შეგვიძლია მივუთითოთ სამართალდამცველებს, თუ მსგავსი შეცდომები ხდება პრაქტიკაში და ვიღაცის დაბრალების გამო შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდეს, ეს ძალიან ცუდია და გასასწორებელი იქნება. ოჯახის ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენი მიმართულება არ შეიცვლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42