დავით ბაქრაძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარიცხული ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება
პოლიტიკა - 15:15, 30 Dec, 2020     885

ევროპული საქართელოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას ჯერ არ დაუკმაყოფილებია განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, დეკემბრის თვეში, მას, როგორც მოქმედ დეპუტატს, დაერიცხა საპარლამენტო ხელფასი. ბაქრაძის თქმით, როგორც მისი, ისე მთელი ოპოზიციის განზრახვა იყო, რომ ამ ხელფასით გაჭირვებული მოსახლეობა გაემხნევებინათ წინასაახლაწლოდ და საჩუქრები მიეტანათ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანამ ქართული ოცნება არ შეწყვეტს უფლებამოსილებას და არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასი, მანამ გაგრძელდება ასეთი დამხარებების დარიგება თბილისის სხვადასხვა რაიონში.

„როგორც ცნობილია, ქართული ოცნება ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, ამიტომ დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, დამერიცხა ხელფასი და ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისევე როგორც მთელი ოპოზიციის და ჩვენი კოლეგების, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ.

დღეს ადამიანებს ძალიან უჭირთ, ძალიან ბევრი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ახალი წელი იმედის და სიხარულის დღესასწაულის მაგივრად არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, თუ რამდენად უჭირთ და რამდენად უიმედოდ არიან და ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ამ ხელფასით ასეთი ადამიანები შეძლების ფარგლებში გაგვემხნევებინა, მიგვეტანა მათთვის საჩუქრები, გვეგრძნობინებინა მათთვის საახალწლო სითბო და მზრუნველობა, რომ ჩვენი საზოგადოება ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე, განსაკუთრებით მარტოხელებზე და ასაკოვან ადამიანებე.

ამრიგად, დღეს ისნის და სამგორის რაიონებში დავარიგეთ დახმარება, რომელიც შეძენილია საპარლამენტო ხელფასით და სანამ არ შეწყდება უფლებამოსილება, სანამ ქართული ოცნება არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და შესაბამისად, არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასიც, ყოველთვიურად ასეთ დახმარებებს დავარიგებთ თბილისის სხვადასხვა რაიონში.“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42