„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შესაძლოა, შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილიც, ან მისი კონკრეტული ქვეპუნქტები - ამის შესახებ მედიას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი გულისხმობს ნარკოტიკური საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერერებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას განსაკუთრებული დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
კანონპრიექტის ერთ-ერთი ავტორის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყო, ამ მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად მსჯავრდებულთა ან პატიმრობაში მყოფთა პასუხისმგებლობისგან მხოლოდ არასრულად გათავისუფლებაზე.
"დიდია რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მოგვმართავენ ამ მიმართულებაზე და ეს არის ის მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც ვმსჯელობთ, თუმცა არ არის ერთგვაროვანი შეხედულებები. დიდი მოლოდინი მაქვს და დიდი ალბათობით, არასრულად გათავისუფლებით, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რაღაც შეღავათს იგრძნობენ, სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით იხდიან სასჯელს ან მსჯავრდებულები არიან, თუმცა არის მაგალითად კრიტიკული მოსაზრებები მესამე ნაწილთან დაკავშირებითაც, ასევე არის განსხვავებული შეხედულება, რომ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს, მაგალითად, სხვადასხვა ქვეპუნქტი აქვს და იქაც განსხვავებულია მიდგომა და დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს. გვაქვს მოლაპარაკებები სიღმისეულად, დიდი ალბათობით, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და საბოლოო ჯამში, ტექსტში ვიხილავთ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს ან მის ქვეპუნქტებს, თუმცა არასრულად გათავისუფლების პირობით, ეს, მე მგონი, გამოირიცხება, სამწუხაროდ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში ეწერა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;
კანონპრორექტის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.
მასალის გამოყენების პირობები






