"ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება" - ხუნდაძე მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს
პოლიტიკა - 11:59, 30 Dec, 2020     896

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, ციხიდან ოჯახში ძალადობის გამო დაკავებულებიც გათავისუფლდნენ.

ხუნდაძის გნმრტებით, ოჯახძი ძალადობის ნაწილი ემოციურ ფონზე ხდება და ამიტომ, შესაძლებელია, ამნისტიის კანონი ოჯახძი მოძალადეებსაც შეეხოს.

დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მოძალადეები მისი ოჯახების ეკონომიკური პრობლემებიც გამოც უნდა გათვისუფლდნენ.

"კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება. მე ბევრ ოჯახთან ვილაპარაკე და მათი ნათქვამიც მოვიტანე და არა მხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ვთვლი, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როცა კონფლიქტი ემოციურ ფონზე წარმოიშობა. რა თქმა უნდა, ამას გამართლება არ აქვს, დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა.

პირველ რიგში აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე. როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს, როგორც მთელ ქვეყანას - ოჯახები არის გახლეჩილი. ბევრი პრობლემაა: ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფრისი (ოჯახის უფროსები არიან ამის ჩამდენები, სამწუხაროდ), არათუ ეხმარებიან, ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიკური მხარეც ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება, მით უმეტეს, ამ ვითარებაში". - განაცხადა ხუნდაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42