ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია და მაქსიმუმ, იანვრის ბოლოს მწყობრში, მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე დადგება.
"ნაციონალური მოძრაობა შესული არის ახლა პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე, შეიძლება ასე ითქვას და იანვრის ბოლოს გამოვა იქიდან დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე. ამ ყველაფერში დარწმუნდება საზოგადოება. გუნდი მნიშვნელოვნად მიიღებს შევსებას ახალი საჭირო ადამიანების მხრიდან. სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებით იქნება შევსებული პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ჩვენს გამოცდილ თანამებრძოლებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






