ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს – რა გეგმები აქვთ მათ?
საზოგადოება - 22:09, 29 Dec, 2020     11933

“პრაიმამბები” ინფორმაციით, ალეკო მალხაზიშვილმა და მისი გუნდის არასრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2” დატოვა და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადავიდნენ.
“კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა.
არხიდან წასული ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მათ თავისუფლებაში არანაირი ჩარევა არ ყოფილა.
“პრაიმამბები” “კომედი გრუპის ხელმძღვანელს” ალეკო მალხაზიშვილს დაუკავშირდა.
– ალეკო, რატომ დატოვეთ “რუსთავი 2”?
– საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, გავხადოთ “ფორმულა” წარმატებული არხი. ეს ჩვენი გუნდითვის დიდი მოტივაციაა კრეატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამიტომაც დავთანხმდით. “რუსთავი 2”-ზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.
“ფორმულაზე” “კომედი ჯგუფის” ოთხი გადაცემით გადავედი, ია ფარულავას “ფარული კონვერტი” დარჩა “რუსთავი 2”-ზე და მის ნაცვლად სხვა გადაცემას გავაკეთებთ. ალბათ მარტიდან ან მარტის შუა რიცხვებიდან უკვე ეთერში გავალთ.

ნიკა არაბიძე (იუმორისტი, ტელეწამყვანი): “ფორმულაზე” გადავდივართ მთელი გუნდი და მათ შორის “ნიკა არაბიძის შოუც”, ახლა ვწერ სეზონის ბოლო გადაცემას “რუსთავი 2”-თვის. არანაირი დაპირისპირების და ფინანსურად უფრო მომგებიანი შემოთავაზების გამო, არ მივდივართ “ფორმულაზე”, უბრალოდ ახლა ასე გადავწყვიტეთ.
– რაიმე შეზღუდვა ხომ არ გქონიათ “რუსთავი 2”-ზე?
– “რუსთავი 2”-თვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. სრული თავისუფლება მქონდა მუშაობისთვის. რაც შეიცვალა არხის მფლობელი, ჩვენს არცერთ გადაცემაზე ცენზურა არ ყოფილა, რაც ეთერში ჩანდა კიდეც. ხელისუფლებაზეც ვხუმრობდით, ოპოზიციაზეც და ორივე მხრიდან გვყავდა სტუმრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42