ნიკა მელიას თავმჯდომარეობა "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო საინტერესოს ხდის, მას აქვს დიდი გამოწვევა პარტია, თავისი ელექტორატის გარდა სხვებისთვისაც გახადოს მიმზიდველი - გამზარდია
პოლიტიკა - 21:35, 29 Dec, 2020     1588

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევას აფასებს.


იგი ამბობს, რომ მელიას თავმჯდომარეობა "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო საინტერესოს ხდის, მას აქვს დიდი გამოწვევა პარტია, თავისი ელექტორატის გარდა სხვებისთვისაც მიმზიდველი გახადოს .

“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა “ნაციონალურ მოძრაობას,” პირადად ჩემთვის, უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე აქამდე იყო. მას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს საიმისოდ, რომ პარტია არსებული ელექტორატის გარდა სხვებისთვისაც გახადოს უფრო მიმზიდველი.მიუხედავად იმისა, რომ პარტია თითქოს ეფექტურად პოზიციონირებს, ნიკა მელიას მაინც საკმაოდ ბევრი დილემა და გამოწვევა აქვს თავმჯდომარის რანგში განსახორციელებელი:
1) ენმ-ს ადამიანური რესურსები:– ამ საკითხში ახალმა თავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა მოინდომოს შედგეს ლიდერად და მნიშვნელოვან ავტორიტეტად პარტიის წევრებისთვის პირველ რიგში, უნდა დაიწყოს რეალური მმართველობა, პოლიტიკურ საბჭოს მისცეს არა ფორმალური, არამედ ფუნქციური სივრცე, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მისცეს რეალურად საპატიო თავმჯდომარის სივრცე, მაგრამ არა მთავარი წარმმართველის.– უნდა შექმნას ახალი ლიდერები პარტიაში – პირადად, მე, არაერთი საინტერესო სახე ვიცი ამ პარტიაში, რომელიც არ ჩანს და არ ეძლევა საშუალება პარტიაში წინსვლის.– წინა მმართველობასთან დაკავშირებული პირები, რომელთაც თავის დროზევე ნეგატიური სახით აჩვენეს, უნდა გადაიყვანოს პარტიის პასივში და არა აქტივში.
2) ენმ-ს ორიენტირი და იდეოლოგია:– ენმ-ს უნდა მისცეს არა პიროვნებაზე ორიენტირებული ვექტორი, არამედ იდეაზე ორიენტირებული ვექტორი, აქვე უნდა მოახერხოს იდეური განახლებაც, რადგან თავის დროზე, რა შინაგანი შინაარსიც შეიძინა ამ პარტიამ, თავის დადებითი როლიც უკვე შეასრულა და უარყოფითიც. შესაბამისად, ეს იდეა მოითხოვს ხელახალ შექმნას და რეკრუტირებას.– გასაზრდელია შიდა დემოკრატია, ავტოკრატიზმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიით, მათ შორის, რეალური დემოკრატიით, მენტალური დემოკრატიითაც და შიდა დემოკრატიული სისიტემით.
3) ენმ-ს პოზიციონირება:– განვითარება სჭირდება პარტიის პოზიციონირების საკითხსაც, რადგან არსებული პოზიციონირება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მოცემულობაზეა ორიენტირებული და არა 2020-იანი წლების მოცემულობაზე, ინერციული სვლა უნდა ორგანული პროცესით დაიხვეწოს.– პარტიამ უნდა მოიძიოს დამატებითი ნიშები, გარდა იმისა, რითიც დღეს პოზიციონირებს, რათა მეტი პერსპექტივა შექმნას და ჯერ პოტენციური ელექტორალური სივრცე შექმნას, შემდეგ დამატებითი ელექტორატი.და ა.შ.ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ პარტია ახლა უფრო საინტერესო გახდა იმათთვისაც, ვისაც არც ისე დადებითი წარმოდგენები ჰქონდა ენმ-ზე ან ნეიტრალური დამოკიდებულება, მაგრამ არც ისე გულშემატკივრული. პარტიას ახლა შეექმნა დამატებითი გარკვეული პერსპექტივა.დანარჩენს ვნახავთ.წარმატებები ნებისმიერს, ვინც შეძლებს ჯერ პარტიებში შექმნას რეალური დემოკრატია ავტოკრატული მართვის ნაცვლად და შემდეგ თავის წილს შეიტანს დღევანდელი სახელისუფლებო ავტოკრატიზმის დამარცხებაში,“– წერს არჩილ გამზარდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42