სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დაინტერესებულია, ეს ადამიანები რაც შეიძლება დიდხნას იყვნენ ციხეში - კაპანაძე კარტოგრაფების საქმეზე
პოლიტიკა - 18:31, 29 Dec, 2020     918

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილების წაკითხვით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ორი ადამიანი არის პოლიტიკური ტყვე.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, კრიზისი განიმუხტოს და ეს ადამიანები დარჩნენ ციხეში.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადება, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ მას არ აძლევენ საშუალებას დაიცვას თავისი კლიენტი და უზღუდავენ თავისუფალი სასამართლოს და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლებიც ჩვეულებრივი პოლიტიკური ტუსაღები არიან.

როგორც ირკვევა, ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება რომ ადვოკატს შეხვდნენ რეგულარულად, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო და როდესაც მათ მოისურვეს, რომ წერილობით მიეწოდებინათ ინფორმაცია ადვოკატისთვის, ეს წერილობითი ინფორმაცია არ გადასცეს ადვოკატს და მიზეზად დაასახელეს ის, რომ შინაარსი არ იყო შესაბამისი.

პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ციხის ადმინისტრაცია, პენიტენციური სამსახური წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანის წერილებს ეცნობა და შემდეგ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის შესაბამისი ადვოკატისთვის და საქმის მასალებისათვის, თუ არა.

ეს არის სრული კატასტროფა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ისედაც ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ტყვეები, ახლა საერთოდ ელემენტარული კანონის ნორმების დარღვევითაც კი, საბაზისო უფლებების დარღვევაზეც კი მიდის ხელისუფლება.

ჩვენი მხრივ, ეს სერიოზული პრობლემაა და ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში მათ შორის, რაც არსებულ პოლიტიკურ კრიზისში მიმდინარეობს, ის მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს დაყენებული, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ეს ორი ადამიანი პირველ რიგში, ეს მოთხოვნები დარჩეს უცვლელი, რადგან არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს ადამიანები დარჩნენ ციხეში, მითუმეტეს იმის ფონზე, როდესაც ასეთი ტიპის დარღვევა ხდება მათი უფლებების.

ასეთი ნაბიჯებით და ამ ადამიანებისათის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დაინტერესებულია ეს ადამიანები რაც შეიძლება დიდხნას იყვნენ ციხეში.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42