გაზრდილი კომუნალური ტარიფების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ამ თანხის მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების შემცირების ხარჯზე მოხდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე დღეს ყველა ტიპის კომუნალური ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
მათ შორის 3.5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის საფასური როგორც ენერგო პრო ჯორჯიას, ასევე, თელასის ქსელში. ამავდროულად გაიზარდა წყლის ტარიფი თბილისის, რუსთავის და მცხეთის მაცხოვრებელებისთვის. ელექტროენერგიის საფასური თითქმის 70%-ით გაიზარდა კომეცრიული მომხმარებლებისთვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველადი საჭიროების საკვების მწარმოებელ ბიზნესებს ელექტროენერგიის გადასახადის 50% ბიუეტიდან დასუბსიდირდება. პარალელურად მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებისთვის, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილ ტარიფს სრულიად დაუსიბსიდირებს სახელმწიფო.
მასალის გამოყენების პირობები






