ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროინტეგრაციისა და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ერთპარტიული პარლამენტი ამ პროცესს ხელს შეუშლის, ხოლო ამის არ აღიარება არის იმის ლუსტრაცია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ვერ აღიქვამენ სიტუაციას ადეკვატურად.
„მე მგონი ყველას კარგად ესმის, რომ ევროინტეგრაციის კუთხით, ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ზოგადად, ჩვენ გვსურს, რომ დემოკრატიის გზაზე დავდგეთ და ერთპარტიული პარლამენტი და გაყალბებული არჩევნები ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს, მგონი ეს არის აბსოლიტური ანა-ბანა, რაც არ უნდა იძახონ ქართული ოცნების სპიკერებმა და პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს ყველაფერი პრობლემა არ არის და მაინც ევროინტეგრაცია მოხდება და დაჩქარდება, ეს ნიშნავს სრულ აცდენას რეალობასთან და ვერ აღიქმავენ ადეკვატურად სიტუაციას.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






