მაჭავარიანის მადლობა ერთპარტიულ პარლამენტს: "მაღალკვალიფიციური დისკუსია იყო, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება"
პოლიტიკა - 17:39, 29 Dec, 2020     1004
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს "მაღალკვალიფიციური დისკუსიის" გამო მადლობა გადაუხადა:


"თითოეულ დეპუტატს მინდა მადლობა გადავუხადო და ზუსტად გეტყვით რისთვის. იმისთვის, რომ დღევანდელი ჩვენი დისკუსია პრაქტიკულად დაცლილი იყო პოპულიზმისგან. კომიტეტზეც გამოჩნდა ნიშნები და დღეს კიდევ უფრო გამოძლიერდა ეს რწმენა, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური დისკუსია შევძელით, დამერწმუნეთ, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. მე არაერთი საპარლამენტო დებატები მომისმენია, როდესაც ფინანსთა მინისტრები გამოდიოდნენ, მათ შორის ავსტრალიის, ახალი ზელანდიის. ბევრი მომისმენია ასევე როგორც ბრიტანეთის პარლამენტის, ასევე ბევრი სხვა პარლამენტის დისკუსიები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამაყი ვარ, სასიამოვნოდ ვარ გაოცებული, რომ საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა დიდი მგრძნობელობა გამოიჩინა ისეთ თემებზე როგორიცაა მაკროსტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა. ისეთ თემებზე, რომლებიც ზოგადად არ არის ხოლმე მომგებიანი და პოპულარული. დღევანდელ ჩვენს დისკუსიას იმედი მაქვს მოსახლეობა ასეთ თუ ისე მაინც ადევნებდა თვალყურს, იყო პრაქტიკულად დაცლილი პოპულიზმისგან და მიმართული იმ პრობლემებზე რაც გვაქვს. ეს მე ძალიან მაიმედებს. ეს არის ყველაზე მთავარი პირობა, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვალთ"- განაცხადა მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42