აქცია ბათუმში - წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის მოვაჭრეები ხელისუფლებას სამი დღით, წინასაახალწლოდ, ვაჭრობის ნებართვას სთხოვენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად, მუშაობის ნებართვა.
მათი თქმით, ფინანსური პრობლემები შეექმნათ, საბანკო ვალდებულებები დღითიდღე იზრდება წასასვლელი კი არსად აქვთ.
"შევიძინეთ საქონელი, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახდენთ. წასასვლელი არსად გვაქვს. საბანკო დავალიანებები დღითიდღე იზრდება და ამიტომ ვითხოვთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად ჩვენც მოგვეცეს წინასაახალწლოდ მუშაობის ნებართვა. მაქსიმალურად დავიცავთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ჩვენც ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ შიმშილით ვიხოცებით,არ გვაქვს შემოსავალი",- აცხადებს აქციის მონაწილე გულნაზ ბერიძე.
აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად, წერეთლის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს და განაცხადეს, რომ არათანაბარ პირობებში არიან.
მასალის გამოყენების პირობები






