თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც "ქართულ ოცნებას" სურს რომ შემოგვთავაზოს, ამის ფორმატი არსებობს ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს - კაპანაძე
პოლიტიკა - 17:25, 29 Dec, 2020     928

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები საზოგადოებისათვის ცნობილია და ისინი უცვლელი რჩება, ხოლო ამ საკითხბეთან დაკავშირებით ევროპული საქართველო არის კონსულტაციაში როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისე ქართულ ოცნებასთან, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით.

კაპანაძემ აღნიშნა,რომ თუ ქართულ ოცნებას სურს რაიმე წინადადების შემოტანა მოლაპარაკებების პროცესში, მან ეს უნდა გააჟღეროს იმ ფორმატში, რომლის ფასილიტატორებიც არიან აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები.

კაპანაძე ასევე გამოეხმაურა ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ ის გირჩის ნაწილთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. კაპანაძის თქმით, ელისაშილის და გირჩის წევრების ერთმანეთში საუბარი მათი საქმეა და ევროპული საქართველოსთის ეს ნაკლებად არის საინტერესო.

„ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან და ჩვენი მოთხოვნები რა არის, ცნობილია, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა, ეს სამი არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთანაც და რაც მთავარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, ქართულ ოცნებასთან.

თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც ქართულ ოცნებას სურს რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ფორმატი ამის შემოთავაზების, ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს ეს. თუ რაიმე სხვა არხით ამ წინადადებას რომელიმე სხვა პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

ის, რომ ეხლა ერთმანეთში ლაპარაკობენ გირჩის რომელიღაც წევრები და ელისაშვილი, ეს მათი საქმეა და სიმართლე რომ გითხრათ, მაინც და მაინც საინტერესო ჩვენთვის არ არის.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42