ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნული საქართველოსბის 132 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით დახმარების გაცემასაც გულისხმობს.
დახმარების პარალელურად ჩადებულია მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს წარუდგინოს ანგარიშუ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.
ანგარიში აქტის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი.
ამერიკის ხმა კანონის განმარტებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია ის თუ რა უნდა დაფაროს სახელმწიფო მდივნის ანგარიშმა:
"არაუგვიანეს 90 დღისა ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (I) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორისა და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით."
მასალის გამოყენების პირობები






