"ამხანაგი კახიშვილი ჩემპიონი აღმოჩნდა პლაგიატში, მაგრამ ოღონდ მოქალაქეებს დაეხმარონ და იდეაც მათი იყოს და დივიდენტიც" - კოტე კემულარია
პოლიტიკა - 15:19, 29 Dec, 2020     580

"ამხანაგი კახიშვილი ჩემპიონი აღმოჩნდა პლაგიატში, მაგრამ ოღონდ მოქალაქეებს დაეხმარონ და იდეაც მათი იყოს და დივიდენტიც", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრი, კოტე კემულარია.

"საახალწლო სასწაულები გრძელდება...

ახლა დეპუტატ კახიშვილს დაემართა გამონათება და კოლეგებს მიმართა,

"ბანკები თუ სასწრაფოდ ფორსმაჟორს არ გაითვალისწინებენ ბიზნესის მიმართ, ეკონომიკაც დაინგრევა და ქვეყანაცო” - მათ ბიზნესს შეღავათები უნდა დაუწესონ და ნაკლებ მოგებას უნდა დასჯერდნენო.

ეს სამართლიანი მიდგომა არის.

მაგრამ... დავიჯერო ამხ.კახიშვილმა არ იცის, რომ - ქართუ, საქართველოს ბანკი, ლიბერთი და სხვა მსხვილმასშტაბიან საკრედიტო ინსტიტუტებში ბიძინას პირდაპირი ინტერესებია?

გამოდის ის ბიძინას მიმართავს ამ მოთხოვნით? მაშინ, ყოჩაღ.

დაამატეთ ამას მოსახლეობის 67პროცენტი /ეროვნული ბანკის მონაცემებით/, რომელსაც 36-40 პროცენტიანი კრედიტების გამო მთელი ქონება აქვთ დაკარგული. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ შეღავათები და ფორსმაჟორის გათვალისწინება.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წლები იბრძოდა ამ მოთხოვნით პარლამენტში.

ამის გამო ის ოცნებიდან გარიცხეს.

პლაგიატში ჩემპიონური სვლა იყო.

ოღონდ გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს დაუდექით გვერდით და იდეაც თქვენი იყოს და დივიდენდიც.

ორი დღის წინ ამხ. გვენეტაძე დეპუტატებს გამშვიდებდათ - ჩვენ, ბანკირები კარგად ვართო.

მაშინ კითხვა არავის გასჩენია,რომ მოსახლეობის 67 პროცენტი ვალაუვალია და კატასტროფის წინაშე არის. მცირე ბიზნესი დაკეტეს და სულს ღაფავს, ბავშვები , სოციალური დ დაუცველები შიმშილობენ. ამ დროს ბანკები, “მოტენდერე” ჩინოვნიკები, ასტრონომიულ მოგებებში ცურავენ და “კარგად არიან”.

კარგია, თუ მიხვედრას იწყებთ, რომ სერიოზული ცვლილებების გარეშე, /ახალი არჩევნები მაქვს მხედველობაში"- “ეკონომიკაც დაინგრევა და ქვეყანაც" , - აცხადებს კემულარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42