ენერგეტიკის სექტორი დამონებულია ივანიშვილს, რადგან ტარიფები პოლიტიკური მიზნით წესდებოდა... შედეგად მივიღეთ კოლაფსი - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 13:54, 29 Dec, 2020     1139

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.

გოცირიძის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი გაკოტრებულია, იმიტომ რომ საარჩევნო დღის წესრიგით ხდებოდა ტარიფების დაწესება და არა ეკონომიკურით. მისივე თქმით , მივიღეთ სრული კოლაფსი.

გოცირიძე არ გამორიცხას, რომ მოქმედი ტარიფებით ენერგეტიკის სექტორი გაჩერდება.

"ტარიფები იზრდება გაუფასურებული ლარის გამო. როცა მთავრობა, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეკონომიკის სტიმულირებას აკეთებს და ახალისებს, ამ დროს კი 2 კვირაში ერთხელ რეფინანსირების სესხის გაცემა ხდება ეროვნული ბანკის მხრიდან და ვიღებთ საშინლად დეფიციტურ ბიუჯეტს, რომელშიც მრავალი უსარგებლო ხარჯია, რაც პირდაპირ იწვევს ფასების ზრდას. ლარი არის დღეს მთავარი ფაქტორი. წახალისების ნაცვლად მივიღეთ ეკონომიკის გაჩერება.

ერთი დარგი - ენერგეტიკა - გაზის და ელექტროენერგიის სექტორი, გაკოტრებულია. იმიტომ რომ პოლიტიკური ტარიფების დაწესება ხდებოდა, საარჩევნო მიზნებით ხდებოდა მანიპულირება მარეგულირებელი ორგანოების, მათ შორის სემეკის, რომელიც დამონებულია მთავრობას და ივანიშვილს. საარჩევნო დღის წესრიგით ხდებოდა ტარიფების დაწესება და არა ეკონომიკურით. მივიღეთ კოლაფსი. მოქმედი ტარიფებით ეს სექტორი გაჩერდება", - აცხადებს გოცირიძე.

გოცირიძე ასევე ხაზგასმით განმარტავს, რომ ხელისუფლების საარჩევნო მიზნებზე მიუთითებს ის, რომ ელექტროენერგიის ტარიფი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაიზარდა.

"ელექტროენერგიის ფასი როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის იზრდება. საყოფაცხოვრებო ტარიფი დაახლოებით 3 თეთრით იზრდება, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 9-12 თეთრით. გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2021 წელს გაზრდილი ტარიფების სუბსიდირებას ხელისუფლება მოახდენს.

რომან გოცირიძე ამასაც სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან, მისი თქმით, ამას საგარეო ვალი დასჭირდება.

"სუბსიდირება შეიძლება იყოს ერთჯერადი, სანამ არსებობს საგარეო ვალის ფული. მთლიანობაში, ეს მაინც გამოიწვევს ფასების ზრდას, ვინაიდან, ლარის გაუფასურების ტენდენცია გავრცელდება სხვა დარგებზეც". - განუცხადა მან "ფორმულას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42