"ელისაშვილი "ოცნებასთან" ფარულ მოლაპარაკებებს მართავს"
პოლიტიკა - 13:08, 29 Dec, 2020     2608
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი "ოცნებასთან" ფარულ მოლაპარაკებებს მართავს.

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი, მას დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, კონსულტაციები მხოლოდ "გირჩთან" აქვთ, ისიც ტექნიკური ხასიათის.

"არავისთან მოლაპარაკებები ცალკე ჩვენ არ გვაქვს. დამოუკიდებლად არავისთან გვქონია. თუ გადაწყვეტთ ვინმესთან საუბარს, ამას გავაკეთებთ საჯაროდ. მე ვთქვი, რომ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვალ გირჩის ერთ ნაწილთან და შეეხება კონკრეტულ თემას. მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს 8-10 სამაჟორიტარო ოლქი. მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმებით, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას", - თქვა იოსელიანმა.

მოლაპარაკებებს "ოცნებაშიც" უარყოფენ. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი შეთავაზება აქვს ოპოზიციასთან - შევიდეს პარლამენტში.

"ეს არის ძალზედ მოკლევადიანი და მე ვერც დავარქმევ ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება", - თქვა გიორგი გახარიას.

თავის მხრივ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საპარლამენტო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს.

"ოცნების" ხერხი იგივეა, რაც აქამდე - ცდილობენ, პარლამენტს ჰქონდეს ლეგიტიმაცია. მინდა, შევახსენო ბატონ ალექსანდრეს და ყველას, ვინც ახლა მმართველ გუნდს დაფარულად ესაუბრება, რომ 2-3-4 ადამიანის შესვლა პარლამენტში "ოცნების" რიგების გაძლიერება იქნება და არა ოპოზიციის შესვლა", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.

თავად ალეკო ელისაშვილის კომენტარი საკითხზე ჯერ უცნობია.

წყარო: "მთავარი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42