ცნობისთვის, პრემიერის ბრიფინგის პარალელურად სემეკში ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირებაზე მსჯელობენ.
"საქართველოში სულ 1 700 000 აბონენტია და აქედან, 1 600 000 მოიხმარს 300კვტ-ზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების სრულად იქნება ნაზარდი ფასის სუბსიდირებული. მთავრობა წლამომარაგების ტარიფსაც სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის.
მთავრობამ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც პირველად დასაქმებაშია საკვები პროდუქტების წარმოების, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილს შორის 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების ფასში არ აისახება", - აცხადებს გიორგი გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






