სოფელ ხევიჭალას ერთადერთი მოსწავლე, მეხუთე კლასელი ალექსანდრე წოწკოლაური ჰყავს. ალექსანდრე ონლაინ გაკვეთილებს მის მიერ გაკეთებულ ქოხში ესწრება, რადგან ინტერნეტი მხოლოდ აქ იჭერს .
კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავს, ქოხის შუაგულში კი პატარა ბიჭი ზის. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.
„ჩემი სახლი ქვემოთაა. აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი აქ იჭერდა. ვიდრე აცივდებოდა, გამოვდიოდი და აქ ვმეცადინეობდი. მერე მამამ ქოხი გამიკეთა, რომ წიგნები არ დამსველებოდა და ცუდად არ გავმხდარიყავი. დილით, 09:50 საათზე მეწყება გაკვეთილები. ახლა, როცა ონლაინ სწავლებაზე ვართ, გაკვეთილები ხანმოკლეა და დაახლოებით ორი საათი მიწევს ქოხში ყოფნა. ცეცხლი სულ უნდა ენთოს. ტელეფონს ბოლო ხაზამდე რომ ჰქონდეს მიღება, ინტერნეტი მაინც ჭედავს. ქოხში წინა მხარესაც ჩამოფარებული გვქონდა, მაგრამ მოვხსენით, რადგან ინტერნეტი იკარგებოდა. ტელეფონიც არ ვარგა, კომპიუტერი გაფუჭებული მაქვს და ესეც მიშლის ხელს. როცა მზიანი ამინდია, ტელეფონი მაშინ არ მაწვალებს ხოლმე“, - ამბობს ალექსანდრე.
ალექსანდრეს სკოლაში წესით მატანში ან ახმეტაში უნდა ევლო, რადგან სოფელი ხევისჭალა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, ახმეტიდან 10 კილომეტრშია, მატანიდან 6-ში. გზა ტყეზე გადის, რამდენიმე ადგილას მდინარეც კვეთს.
დედამ სცადა, რომ ალექსანდრეს ახმეტაში, ახლომდებარე სკოლაში ესწავლა.თუმცა, ვერ მიაღწია, რომ ხევისჭალადან სკოლამდე და პირიქით, ალექსანდრეს ტრანსპორტირება განათლების სამინისტროს თავის თავზე აეღო. სწავლა როცა იწყებოდა და ტრანსპორტირების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, მშობლებმა ალექსანდრე თბილისში, ლილოში წაიყვანეს, სადაც ალექსანდრეს უფროსი ძმა ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
„ძნელია დედასთან და მამასთან რომ არ ხარ. მამასთან ზაფხულობით, არდადეგებზე ჩამოვდივარ. შეიძლება ერთი წელი ვერ ვნახო. მირჩევნია აქ ვიყო და სადმე ახლოს ვისწავლო, თუ მანქანა მატარებს. სახლში რომ ვიყო, დედა მამეცადინებდა, იქ კიდევ მარტოკანამ უნდა ვიმეცადინო. ფეხით შემიძლია წავიდე, 7 საათზე ავდგე, მაგრამ ფეხით სიარული საშიშია, ნადირიც არის. შეიძლება დაგიჭიროს რამემ, მგელმა ან დათვმა, რას გაიგებ, ტყეა. არც არავინ არის, რომ იხმაუროს. მაშინ მეგობარი უნდა გყავდეს. ამ სოფელში კი მარტო ვარ. კიდევ ერთ ოჯახს ჰყავს სამი ბავშვი, მაგრამ ისინიც, სკოლის გამო ახმეტაში ცხოვრობენ“, - უკვე ოთხი თვეა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ - ალექსანდრეც სოფელშია, მშობლებთან. მას არ სჯერა, რომ ხევისჭალაში უწყვეტი ინტერ
მასალის გამოყენების პირობები






