"წულუკიანის განცხადება საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის, ომბუდსმენზე იერიშის მიტანა არ დარჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო პარტნიორებს" - არასამთავრობოები
პოლიტიკა - 22:09, 28 Dec, 2020     1522

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან აღნიშნულ განცხადებას და აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენის აპარატი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილი გავლენებს ვერ ფლობს.

"საიას" თავმჯდომაე , სულხან სალაძის განმარტებით, არსებობს შეფასების უკეთესი ფორმები და წულუკიანის განცხადება საზიანოა.

"მე მესმის, რომ შეიძლება ეს რაღაც გულდაწყვეტას, ან გარკვეულ გულისწყრომას იწვევდეს სახალხო დამცველის ან მისი აპარატის წარმომადგენლის არ ყოფნა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა, ალბათ არსებობს შეფასების უკეთესი ფორმები.

ეს აზიანებს ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტს მთლიანობაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ერთერთი მთავარი საყრდენია. ის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს" - ამბობს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, აცხადებს, რომ ეს განცხადებაა იერიშის მიტანა ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუზე და ეს არის ძალიან ცუდი და სახიფათო პრეცედენტი.

"სამწუხაროდ ამ გუნდს დასჩემდა სახალხო დამცველის, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ, იერიშის მიტანა. ეს არის ძალიან ცუდი და სახიფათო პრეცედენტი. ასეთ ინსტიტუს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, დანარჩენი ყველა, ფაქტიურად, ბატონი ივანიშვილის გავლენების ქვეშ არის, მასზე ასეთი იერიშის მიტანა ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან" - ამბობს ონიანი.

ცნობისთვის, წულუკიანის გამოსვლას სახალხო დამცველი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს "პატიმრებზე მრუნველი" უწოდა და მოუწოდა პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად , მათ მიერ გაგზავნილ ანაგარიშებს გადახედონ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42