ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიულ ხაზებს მიღმა თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძესთან, თუმცა არ აპირებს სხვა პარტიაში, მათ შორის, არც გირჩში გადსვლას.
მისი თქმით, ის უფრო ცენტრისკენმოვიაზრებს საკუთარ თავს.
"პარტიულ ხაზებს მიღმა თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, ზურასთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ მისი ფორმა პოლიტიკის კეთების ჩემთვის ძალიან პატივსაცემია, მომხიბვლელია და ბევრ საკითხზე მასთან ვაპირებ თანამშრომლობას ისევე, როგორც სხვებთან. თუმცა, არ ვგეგმავ სხვა პარტიაში გადასვლას. გულწრფელად ვთქვათ, იდეოლოგიურად ჩემსა და ზურას შორის არის განსხვავებები, მე უფრო ცენტრისკენ მოვიაზრებ თავს. აბსოლუტურად არ არის აუცილებელი გავერთიანდეთ ერთი პარტიის ქვეშ, მაგრამ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ პარტია "ევროპული საქართველო" , ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






