"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი , გია ვოლსკი ეხმაურება “ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლას და აცხადებს, რომ ხოშტარია იმიჯის გადარჩენას ცდილობს და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, რამდენად წარმატებული იქნება ხოშტარიას მისწრაფება არ იცის.
"მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არჩავარდინლა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






